კომპანია „წერტის“ დამფუძნებელი ბიძინა გონაშვილი - გამოსავალია ის, რომ ყველამ ერთიანად, შეთანხმებულად მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები და მოხდეს ფასების რეგულირება - ჩვენს შემთხვევაში ფასს დისტრიბუცია აძვირებს

გამოსავალია ის, რომ ყველამ ერთიანად, შეთანხმებულად მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები და მოხდეს ფასების რეგულირება, - ამის შესახებ კომპანია „წერტის“ დამფუძნებელმა ბიძინა გონაშვილმა განაცხადა.

ბიძინა გონაშვილის თქმით, მათ შემთხვევაში ფასს არა ქსელური მარკეტების „ქეშბექი“, არამედ დისტრიბუცია და ქვეყანაში პროდუქციის წარმოების მცირე მასშტაბი აძვირებს.

„გამოსავალია ის, რომ ყველამ ერთიანად, შეთანხმებულად მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები და მოხდეს ფასების რეგულირება.

ჩვენ ხორცის მწარმოებელი კომპანია ვართ და ამ მიმართულებით ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება უნდა გაიზარდოს. ჩვენს შემთხვევაში „ქეშბექი“ პრობლემა არ არის. ჩვენს შემთხვევაში ფასს დისტრიბუცია აძვირებს, ასევე მასშტაბიც არ არის ქვეყანაში, რაც ასევე პრობლემას ქმნის“, - განაცხადა ბიძინა გონაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში ქართველ მწარმოებლებს შეხვდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს