ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ რუსეთის დემოკრატიული ძალების პლატფორმის შემადგენლობა დაამტკიცა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ბიურომ ასამბლეის რუსეთის დემოკრატიულ ძალებთან დიალოგის პლატფორმის მონაწილეთა სია დაამტკიცა.

კენჭისყრა დღეს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ოფიციალურ გახსნამდე გაიმართა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პლატფორმა ხელს შეუწყობს ემიგრაციაში მყოფ რუსეთის დემოკრატიულ ძალებსა და ასამბლეის წამყვან წევრებს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლას სხვადასხვა საკითხებზე.

პლატფორმის შექმნის შესახებ ერთხმად მიღებულ რეზოლუციაში ასამბლეამ განაცხადა, რომ ის ხელს შეუწყობს „მდგრადი დემოკრატიული ცვლილებების განხორციელებას რუსეთში და უკრაინაში მდგრადი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევას, ასევე ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულებისთვის რუსი აქტორების პასუხისმგებლობის უზრუნველყოფას“.

რუსეთის დემოკრატიულ ძალებთან დიალოგის პლატფორმის შემადგენლობაში რუსეთის მხრიდან შედიან: ნატალია არნო, დიმიტრი გუდკოვი, მარკ ფეიგინი, ვლადიმერ კარა-მურზა, გარი კასპაროვი, მიხაილ ხოდორკოვსკი, ოლეგ ორლოვი, ანდრეი ვოლნა, ლიუბოვ სობოლი და ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა. ამასთან პლატფორმის შემადგენლობაში არიან მკვიდრი ხალხებისა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები რუსეთიდან : რუსლან კუტაევი, ეკატერინა კუზნეცოვა, ვასილი მატენოვი, ლანა პილაევა და პაველ სულიანძიგა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციის თანახმად, თუ ასამბლეა ბიუროს გადაწყვეტილებას დაამტკიცებს, პლატფორმა პირველ შეხვედრას ხუთშაბათს გამართავს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს