სასაზღვრო პატრულის უფროსი და რამდენიმე აგენტი მინეაპოლისს ტოვებენ

სასაზღვრო პატრულის ხელმძღვანელი გრეგორი ბოვინო და მისი რამდენიმე აგენტი ქალაქ მინეაპოლისს დატოვებენ.

წყაროების ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმედგაცრუებულები არიან იმის გამო, თუ როგორ გაუმკლავდნენ ბოვინო და შიდა უსაფრთხოების მინისტრი, კრისტი ნოემი მინეაპოლისში აშშ-ის ახალგაზრდა მოქალაქის, ალექს პრეტის მკვლელობის შედეგებს.

ქალაქში ტომ ჰომანს გააგზავნიან, რომელიც დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის ცნობილი მხარდამჭერია.

ცნობისთვის, აშშ-ის 37 წლის მოქალაქე მინეაპოლისში სასაზღვრო პატრულთან დაპირისპირების დროს მოკლეს. შიდა უსაფრთხოების მდივანმა კრისტი ნოემმა განაცხადა, რომ ის სასაზღვრო პატრულის ოფიცრებს „ნახევრად ავტომატური პისტოლეტით“ მიუახლოვდა და „ძალადობრივად რეაგირებდა“, თუმცა გავრცელებული ვიდეობიდა ჩანს, რომ პრეტის ხელში იარაღი არ ეჭირა. ალექს პრეტის მკვლელობამ ვითარების დაძაბვა და დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების კიდევ უფრო გააქტიურება გამოიწვია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს