დონალდ ტრამპი - ვენესუელა პოლიტპატიმრებს სწრაფი ტემპით ათავისუფლებს

დონალდ ტრამპი - ვენესუელა პოლიტპატიმრებს სწრაფი ტემპით ათავისუფლებს

ვენესუელა პოლიტპატიმრებს სწრაფი ტემპით ათავისუფლებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„აღნიშნული ტემპი უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო დაჩქარდება. მსურს, ვენესუელის ხელმძღვანელობას ამ ძლიერ ჰუმანიტარულ ჟესტზე თანხმობისთვის მადლობა გადავუხადო“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ვენესუელაში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაციის, Foro Penal-ის ცნობით, ხელისუფლებამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ციხეებიდან, სულ მცირე, 156 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა.