თეთრი სახლი - დონალდ ტრამპი კვლავ ღრმად არის ჩართული უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ ღრმად არის ჩართული უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, ის სამშვიდობო პროცესს არ თმობს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

23-24 იანვარს აბუ-დაბიში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას, ლევიტმა განაცხადა, რომ შეხვედრა ისტორიული იყო. მისი თქმით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართული მოლაპარაკებები აჩვენებს, რომ დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების სამშვიდობო პროცესის მიმართ ერთგულია.

„პრეზიდენტი კვლავ ღრმად არის ჩართული და, რა თქმა უნდა, მისი მრჩევლები, კერძოდ, ჯარედ კუშნერი და სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი, მას ამ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას აწვდიან. მათ გასულ შაბათ-კვირას გამართეს მრავალმხრივი შეხვედრა, რომელსაც მცირე გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ ისტორიული ხასიათი ჰქონდა, რადგან პრეზიდენტის გუნდმა ნამდვილად შეკრიბა ამ ომის ორივე მხარე მშვიდობასთან მისაახლოებლად. ასე რომ, პრეზიდენტი სამშვიდობო პროცესს არ თმობს”, - აღნიშნა ლევიტმა.

შეგახსენებთ, 23-24 იანვარს აბუ-დაბიში სამმხრივი მოლაპარაკებების დროს შეერთებულმა შტატებმა, უკრაინამ და რუსეთმა ომის დასრულების პარამეტრები განიხილეს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა