აშშ-ში ზამთრის შტორმის გამო, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში ზამთრის შტორმის გამო, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ში ზამთრის შტორმით გამოწვეული ძლიერი ყინვისა და თოვლის გამო, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა და ათასობით ავიარეისი გადაიდო.

ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერმა თოვლმა და ყინვამ მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია. 25 შტატის გუბერნატორმა ამინდის გაუარესების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

წვიმისა და თოვლის გამო ორშაბათს აშშ-ის მასშტაბით დაახლოებით 5220 რეისი გაუქმდა და 6500-ზე მეტი გადაიდო. აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის განცხადებით, დაბალი ხილვადობის გამო ყველაზე მეტი ავიარეისი ბოსტონსა და ნიუ-იორკში გაუქმდა.

შტორმის გამო აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთში დაახლოებით 800 000 ადამიანი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ