გურამ მაჭარაშვილი - ზელენსკის სიმართლე არ მოეწონა, რასაც ვამბობდით და ელჩი ამიტომ გაიწვია, ახლა დანიშვნა რას ნიშნავს? – როგორც ჩანს, მოლოდინი ჰქონდათ, რომ მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ და რომ ვერ შეძლეს, გადატვირთვის პოლიტიკა მიდის

ზელენსკის ელჩი აქამდეც უნდა დაენიშნა - როგორც ჩანს, მოლოდინი ჰქონდათ, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ და ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთვის პოლიტიკა მიდის, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საქართველო პარტნიორობისა და მეგობრობის ფორმატში რჩება.

„ჩვენი მხრიდან არაფერი შეცვლილა. საქართველოს რა პოზიციაც ჰქონდა ომთან, მშვიდობასთან, პარტნიორობასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად იგივეა. ან რატომ გაიწვიეს საქართველოდან ელჩი?! კიევიდან ყველაზე გვიან სწორედ ჩვენი ელჩი წავიდა, ის ადამიანი ბომბების ქვეშ მუშაობდა და ამაზე მათი პასუხი ელჩის გაწვევა იყო?! როგორც ჩანს, მოლოდინი ჰქონდათ, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ და ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთვის პოლიტიკა მიდის. კი ბატონი, ჩვენ პარტნიორობისა და მეგობრობის ფორმატში ვრჩებით. ამას ადრეც ვამბობდით. სწორედ ეს იყო ჩვენი, „ხალხის ძალის" პოლიტიკა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება და ამიტომ ავირჩიეთ სიმართლის თქმის პოლიტიკა. სავარაუდოდ, ზელენსკის ის სიმართლე არ მოეწონა, რომელსაც ვამბობდით და ელჩი ამიტომ გაიწვია. ახლა ელჩის დანიშვნა რას ნიშნავს?! ნიშნავს იმას, რომ დანიშნა ელჩი, რაც აქამდეც უნდა გაეკეთებინა," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დანიშნა. უკრაინული მედიის ცნობით, მიხაილო ბროდოვიჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ სამსახურში 1996 წლიდან მუშაობს. ბროდოვიჩი 2015–2022 წლებში სლოვენიაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები