ამბასადორი აილენდ ბათუმის 2025 წლის პროგრესი რიცხვებში

ამბასადორი აილენდ ბათუმი, რომელიც რეგიონის ყველაზე ამბიციური საინვესტიციო პროექტია, 2025 წელს ახალ ეტაპზე გადავიდა. როგორც ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალური დირექტორი, გოჩა კამკია აღნიშნავს, გასული წელი გარდამტეხი აღმოჩნდა, პროექტი დაგეგმვის ფაზიდან აქტიური განხორციელების ეტაპზე გადავიდა.

  • ზღვაში უკვე შევსებულია 48.3 ჰა ფართობი;
  • 26 ჰა ტერიტორია მიღებულია ექსპლუატაციაში;
  • კუნძულის მშენებლობაში ყოველდღიურად 52-ზე მეტი სპეციალიზებული ტექნიკური საშუალებაა ჩართული;
  • ამბასადორის პირველი თაუერი -დაწყებულია პირველი ულტრათანამედროვე მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. მოწყობილია 158-ივე ხიმინჯი.

2025 წელს „ამბასადორი აილენდმა“ მნიშვნელოვნად გააღრმავა საერთაშორისო კავშირები:

  • გაიხსნა კომპანიის ოფისი დუბაიში;
  • პროექტი მსოფლიო სავაჭრო ცენტრში გამოფენა IPS Dubai 2025-ზე წარდგა;
  • გაღრმავდა სტრატეგიული თანამშრომლობა პოლონურ, სლოვაკურ და ჩეხურ მხარეებთან. პოლონეთში პარტნიორებთან ერთად 4 მასშტაბური ღონისძიება გაიმართა;
  • საქართველოში პროექტმა უმასპინძლა GCC-ის (სპარსეთის ყურის ქვეყნების) ოფიციალურ დელეგაციას.

კომპანიამ 2025 წელს უმნიშვნელოვანესი ბიზნეს-შეთანხმებები გააფორმა, მათ შორისაა - IG development-თან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლიც კუნძულზე 120 000 კვ/მ-ზე ულტრათანამედროვე სავაჭრო ცენტრის მშენებლობას მოიაზრებს.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები