სკოტ ბესენტი - მარკ კარნიმ დონალდ ტრამპთან საუბრისას დავოსში გაკეთებული ზოგიერთი სამწუხარო კომენტარი უკან წაიღო

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას აგრესიულად უკან წაიღო გასულ კვირას დავოსში გამოსვლისას გაკეთებული ზოგიერთი კომენტარი, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა.

„დღეს პრეზიდენტთან ერთად ოვალურ კაბინეტში ვიყავი. ის ესაუბრა პრემიერ-მინისტრ კარნის, რომელმაც ძალიან აგრესიულად უკან წაიღო დავოსში გაკეთებული ზოგიერთი სამწუხარო კომენტარი“, - განაცხადა ბესენტმა.

მისი თქმით, კანადა შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული და ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება, თუ დონალდ ტრამპი კანადურ საქონელზე დამატებითი ტარიფებს დააწესებს.

ცნობისთვის, გასულ კვირას დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე კარნიმ ქვეყნებს მოუწოდა, შეეგუონ წესებზე დაფუძნებული გლობალური წესრიგის დასასრულს და კანადა დაასახელა, როგორც მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება „შუა ძალებმა“ ერთად იმოქმედონ, რათა თავიდან აიცილონ ამერიკული ჰეგემონიის მსხვერპლად ქცევა. კარნის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ტრამპმა ე.წ. მშვიდობის საბჭოში გაწევრიანებაზე კანადისთვის გაგზავნილი მიწვევა გააუქმა. ამასთან, ტრამპმა შაბათს განაცხადა, რომ კანადურ საქონელზე 100%-იან ტარიფებს დააწესებს, თუ ოტავა ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებს.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ