ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესა და საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ცნობით, ირაკლი ყანდაშვილმა ელჩ ოლივიე კურტოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში უმასპინძლა.

მათივე განმარტებით, შეხვედრის ფარგლებში ელჩმა ირაკლი ყანდაშვილს ქართველ ადვოკატთა მაღალი ნდობის საფუძველზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„მან ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადვოკატის როლზე სამართლებრივი სახელმწიფოს განმტკიცებისა და დამოუკიდებელი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის უზრუნველყოფის პროცესში.

თავის მხრივ, ირაკლი ყანდაშვილმა ელჩს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზაციული სტრუქტურა, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მუშაობის სპეციფიკა გააცნო. მან ასევე ის მნიშვნელოვანი პროგრამები და ინიციატივები წარმოადგინა, რომელთა განხორციელებას ასოციაცია ადვოკატის პროფესიის განვითარების მიზნით გეგმავს.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ორმხრივი მზადყოფნა დაადასტურეს და მომავალში ორი ქვეყნის პროფესიულ გაერთიანებებს შორის პროფესიული ღონისძიებებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზე შეთანხმდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება