აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - გოგოლის ქუჩაზე მრავალბინიან კორპუსებს მთავრობა სოციალური მიზნისთვის გამოიყენებს - თითოეული განცხადება ინდივიდუალურად იქნება შესწავლილი და ვინც დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მიიღებს ბინას

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან კორპუსებს მთავრობა სოციალური მიზნისთვის გამოიყენებს , - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, აქციის მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა.

მინისტრი ნინო ნიჟარაძე, სამინისტროს და ბათუმის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა.

მინისტრმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და განუმარტა, რომ გოგოლის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსები არის სახელმწიფოს ქონება და გამოყენებული იქნება სოციალური მიზნებისთვის.

ნინო ნიჟარაძემ მოუწოდა ოჯახებს, მიმართონ განცხადებით ქალაქ ბათუმის მერიას, სადაც ფუნქციონირებს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლისგან შემდგარი კომისია და თითოეული ოჯახის განცხადება კრიტერიუმების შესაბამისად ინდივიდუალურად განიხილება.

„გოგოლის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსები არის სახელმწიფოს ქონება და მთავრობის გადაწყვეტილებით, გათვალისწინებული იქნება სოციალური მიზნებისთვის. სპეციალური კომისიის მიერ თითოეული განცხადება იქნება ინდივიდუალურად შესწავლილი და ვინც დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს - როგორიცაა უსახლკარო მოქალაქე, სოციალური ქულა, შშმ სტატუსი, ეკომიგრანტი და ა.შ. აუცილებლად მიიღებს ბინას. გარდა ამისა, აღნიშნული შენობა დღევანდელი მოცემულობით არ აკმაყოფილებს საცხოვრებელ პირობებს, ამიტომ დამატებითი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, რასაც დასჭირდება გარკვეული დრო“, - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

ცნობისთვის რამდენიმე დღეა, გოგილის ქუჩაზე მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს