ანდრეი სიბიგა - ვიქტორ ორბანი საფრთხეა უნგრელი ხალხისთვის

ვიქტორ ორბანი საფრთხეა უნგრელი ხალხისთვის, დიპლომატიური “ყურადღების არმიქცევის” პერიოდი დასრულდა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ უკრაინულ გამოცემა “ევროპეისკაია პრავდასთან” ინტერვიუში განაცხადა.

სიბიგას განცხადება ჟურნალისტის კომენტარს მოჰყვა, რომ უკრაინის მთავრობის ბოლო დროის განცხადებები შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ისინი უნგრეთის ამჟამინდელ მთავრობასთან “ხიდებს წვავენ”.

“არა, უბრალოდ დიპლომატიური “ყურადღების არმიქცევის” პერიოდი დასრულდა. მტკიცე რეაგირებას მოვახდენთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის, სახელმწიფოს ლიდერების მიმართ ნებისმიერ არამეგობრულ გამოვლენაზე. ასე რომ, ჩემი განცხადებები ანარეკლია, პასუხია უნგრული მხარის არამეგობრულ ნაბიჯებზე.

საჭიროა ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. უნგრეთი ერთადერთი დაბრკოლებაა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის. მეტიც, მჯერა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საფრთხეა თავისი ხალხისთვის…

ასევე, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ანტი-უკრაინულ რიტორიკას, რომელიც ისმის, და შიდა პოლიტიკურ დისკურსში უკრაინის ჩათრევის მცდელობას. პირიქით, ვხედავთ, რომ ხელოვნურად გვქმნიან ფაქტორად საარჩევნო კამპანიაში”, - განაცხადა სიბიგამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს