სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი - რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად დაღუპულების, დაჭრილების და უგზო-უკვლოდ დაკარგულების საერთო რაოდენობა 1.8 მილიონს შეადგენს

უკრაინაში ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის შესახებ რუსეთის განცხადებების მიუხედავად, მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთი მინიმალური მიღწევებისთვის უჩვეულო ფასს იხდის, - ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ კვლევაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, რუსეთის მხრიდან ომში 1.2 მილიონი ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამ მონაცემებიდან მხოლოდ დაღუპულთა რაოდენობა თითქმის 325 000 ადამიანს შეადგენს.

„სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ ინფორმაციით, მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს უკრაინულმა ძალებმაც. უკრაინის მხრიდან ომში დაღუპულთა რაოდენობა 100 000-140 000 ადამიანს შეადგენს. დაღუპულთა, დაჭრილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთო რაოდენობა კი 500 000-600 000-ია.

„რუსეთისა და უკრაინის ჯამური დანაკარგები, შესაძლოა, 1.8 მილიონი იყოს და 2026 წლის გაზაფხულისთვის, შესაძლოა, ორ მილიონს მიაღწიოს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს