ილონ მასკი რადოსლავ სიკორსკიზე - ეს დორბლიანი იმბეცილი ვერც კი ხვდება, რომ Starlink-ი უკრაინის სამხედრო კომუნიკაციების ხერხემალია

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის პასუხობს, რომელმაც მას მოუწოდა, რუსეთს Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტ სერვისზე წვდომა შეუწყვიტოს.

„ეს დორბლიანი იმბეცილი ვერც კი ხვდება, რომ Starlink-ი უკრაინის სამხედრო კომუნიკაციების ხერხემალია“, - წერს მასკი.

შეგახსენებთ, რადოსლავ სიკორსკიმ ილონ მასკს მოუწოდა, რუსეთს Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტ სერვისზე წვდომა შეუწყვიტოს. „ჰეი, დიდო კაცო, ილონ მასკ, რატომ არ უშლით ხელს რუსებს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმებისთვის Starlink-ის გამოყენებაში? ომის დანაშაულებზე ფულის გამომუშავებამ შეიძლება თქვენი ბრენდი დააზიანოს“, - დაწერა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა X-ზე.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!