Reuters - აშშ-მა დაკავებული ნავთობტანკერის ქართველი კაპიტანი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიული წყლებიდან გაიყვანა და ახლა აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდზე იმყოფება

აშშ-მა დაკავებული ნავთობტანკერის ქართველი კაპიტანი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიული წყლებიდან გაიყვანა და ახლა აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდზე იმყოფება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული და რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Marinera იგივე Bella 1 ისლანდიასთან ახლოს 7 იანვარს დააკავა.

დაკავების შემდეგ ნავთობტანკერი და ეკიპაჟის წევრები, მათ შორის გემის ქართველი კაპიტანი, ავთანდილ კალანდაძე შოტლანდიის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

ავთანდილ კალანდაძის მეუღლის, ნათია ძაძამიას ადვოკატმა, აამერ ანვარმა განაცხადა, რომ ქართველი კაპიტნის შოტლანდიის იურისდიქციიდან გაყვანის შეჩერების მცდელობის მიუხედავად, კალანდაძე აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდ „Munro“-ზე იმყოფება.

„ჩვენი კლიენტის საქმის სასამართლო გადაწყვეტილების გადახედვა შეუძლებელია, რადგან მისი მეუღლე, ფაქტობრივად, აშშ-ის მთავრობამ გაიტაცა“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ასევე, ადვოკატის ცნობით, ტანკერის დანარჩენი წევრები ინვერნესში, დიდი ბრიტანეთის არმიის ცენტრში გადაიყვანეს. მისი თქმით, ეკიპაჟის ხუთმა წევრმა აშშ-ში გამგზავრება აირჩია, ხოლო დანარჩენებმა სამშობლოში დაბრუნებაზე თანხმობა განაცხადეს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ ნავთობტანკერის ეკიპაჟის წევრების საქმე შესაბამისი საიმიგრაციო და სამართლებრივი მოთხოვნების მიხედვით განიხილება.

„რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შეკავება და მისი საქმიანობისთვის ხელის შეშლა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების წინააღმდეგ პასუხს ვაძლიერებთ და ამას გავაგრძელებთ“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სულ ტანკერზე საქართველოს 6 მოქალაქე, ასევე, უკრაინის, რუსეთისა და ინდოეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა