იმერეთის პოლიციამ ხონის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი დააკავა

დააკავეს პირი, რომელიც მსუბუქი ავტომობილით ჯერ ბეტონის ბორდიურს, შემდეგ კი ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ავტომობილის მძღოლი და ქვეითად მოსიარულე მამაკაცი. ამასთან, აღნიშნავენ, რომ ორივე მათგანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მიღებული დაზიანებების შედეგად ი.ყ. გარდაიცვალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია -1977 წელს დაბადებული ზ.ს. დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, ხონის მუნიციპალიტეტში, ბრალდებული მსუბუქი ავტომობილით ჯერ ბეტონის ბორდიურს, შემდეგ კი ქვეითად მოსიარულე -1959 წელს დაბადებულ ი.ყ.-ს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ავტომობილის მძღოლი და ქვეითად მოსიარულე მამაკაცი. ორივე მათგანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მიღებული დაზიანებების შედეგად ი.ყ. გარდაიცვალა.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა