ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანს აშშ-სთან მოლაპარაკებების გამართვა არ უთხოვია

ირანს აშშ-სთან მოლაპარაკებების გამართვა არ უთხოვია, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს ესაუბრა და მოლაპარაკებების გამართვა სთხოვა.

„ბოლო დღეების განმავლობაში ჩემსა და უიტკოფს შორის კონტაქტი არ ყოფილა და ჩვენი მხრიდან არც მოლაპარაკებების თხოვნა ყოფილა“, - განაცხადა არაღჩიმ.

მისი თქმით, ირანთან კონსულტაციებს შუამავლები აწარმოებენ.

„ჩვენი პოზიცია ნათელია, მოლაპარაკებების გამართვა მუქარის ფონზე არ შეიძლება და მოლაპარაკებები მხოლოდ მაშინ გაიმართება, როცა მუქარა და ზედმეტი მოთხოვნები აღარ იქნება“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ