შალვა პაპუაშვილი - თბილისში არ იმყოფებიან კონგრესმენები, ისინი არიან კონგრესის ადმინისტრაციის თანამშრომლები, კონგრესმენების მრჩევლები - პოლიტიკური ხასიათის შეხვედრები ნაკლებად იქნება

ესენი არ არიან კონგრესმენები, არიან კონგრესის ადმინისტრაციის თანამშრომლები, სხვადასხვა კონგრესმენების მრჩევლები, ეს არის ე.წ. სტაფერების ვიზიტი ანუ აპარატის თანამშრომლების ვიზიტი, მრჩევლების ვიზიტი - პოლიტიკური ხასიათის შეხვედრები ნაკლებად იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოში აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ალბათ, კონგრესმენებს, რომელთა მრჩევლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ, პირველწყაროსგან აინტერესებთ საქართველოში არსებული ვითარების შეფასება და არა საქართველოს მიმართ მტრული რიტორიკით გამორჩეული ლორა თორთონისა და ეკა გიგაურისგან.

„მათ აქვთ სხვადასხვა შეხვედრა, მათ შორის, პარლამენტშიც ექნებათ შეხვედრები. მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ყოველთვის მზად ვართ ვისაუბროთ. გასაგებია, რომ ეს პოლიტიკური ხასიათის შეხვედრები ნაკლებად იქნება, ვინაიდან მრჩევლები არიან, შესაბამისად, ამბავს ჩაიტანენ შემდეგ უკვე თავის კონგრესმენებთან, რომლის მრჩევლებიც არიან - ალბათ, მათთვის საინტერესოა მოისმინონ პირველწყაროდან თუ რა ხდება სინამდვილეში საქართველოში და არ მოისმინონ ლორა თორთონებისგან და ეკა გიგაურებისგან, რომლებიც საქართველოს მიმართ მტრული რიტორიკით არიან გამორჩეულები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციის წევრები, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციის ლიდერებს შეხვდებიან.

მათივე ცნობით, ასევე, ეწვევიან დევნილთა დასახლებას წეროვანში, რათა გაეცნონ საქართველოში არსებულ ვითარებას.

„მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციას საქართველოში! რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციის ლიდერებს. ასევე, ეწვევიან დევნილთა დასახლებას წეროვანში, რათა გაეცნონ საქართველოში არსებულ ვითარებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა