კაია კალასი - ევროპა ვაშინგტონის გრავიტაციის ცენტრში აღარ არის - ევროპა ახალ რეალობას უნდა მოერგოს

ევროპა ახალ რეალობას უნდა მოერგოს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ევროპის თავდაცვის სააგენტოს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მომავლისთვის უნდა მოვემზადოთ. ჩვენ წინაშე არსებული კრიზისი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაღრმავდა. ევროპა ვაშინგტონის გრავიტაციის ცენტრში აღარ არის. ეს ცვლილება დიდი ხანია მიმდინარეობს, ის სტრუქტურულია და არა დროებითი“, - განაცხადა კალასმა.

ასევე, მისი თქმით, ნატო „ძალის შენარჩუნების მიზნით უფრო ევროპული უნდა გახდეს“.

„ამის მისაღწევად ევროპამ უნდა იმოქმედოს. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინიციატივები ნატო-სთან თავსებადი იყოს. ნატო-სთან ჩვენი ძალისხმევა უნდა შევათანხმოთ. ბურთი ნატო-ს მოედანზეა. ნატო რაც უფრო მეტ ინფორმაციას გაგვიზიარებს საჭიროებების შესახებ, მით უფრო მეტად შევძლებთ შეთანხმებას“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა