დონალდ ტრამპი - იმედია, ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან სწრაფად დაჯდება და სამართლიან შეთანხმებას გააფორმებს, ბირთვული იარაღის გარეშე - დრო იწურება!

იმედია, ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან სწრაფად დაჯდება და სამართლიან შეთანხმებას გააფორმებს, ბირთვული იარაღის გარეშე - დრო იწურება! - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ირანისკენ უზარმაზარი არმადა მიემართება. ის სწრაფად გადაადგილდება დიდი ძლიერებითა და ენთუზიაზმით. ეს ფლოტი, რომლის სათავეშიც ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ დგას, ვენესუელაში გაგზავნილ ფლოტზე უფრო დიდია. ვენესუელის მსგავსად, ის მზადაა, რომ თავისი მისია საჭიროების შემთხვევაში სრული სისწრაფით შეასრულოს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, „ახლა დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“.

„როგორც ირანს ერთხელ უკვე ვუთხარი: გააფორმეთ შეთანხმება! მათ ეს არ გააკეთეს და შემდეგ იყო „ოპერაცია შუაღამის ჩაქუჩი“, რასაც ირანის მასშტაბური განადგურება მოჰყვა. შემდეგი თავდასხმა გაცილებით ძლიერი იქნება. არ დაუშვათ, რომ ეს ისევ მოხდეს“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა