მარკო რუბიო - უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები მოიცავს ევროპელი სამხედროების მცირე რაოდენობით განთავსებას და აშშ-ის მხარდაჭერას, მაგრამ, ფაქტობრივად, უსაფრთხოების გარანტია აშშ-ის მხარდაჭერაა

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები მოიცავენ ევროპელი სამხედროების მცირე რაოდენობით განთავსებას - ძირითადად ფრანგებისა და ბრიტანელების, ასევე აშშ-ის მხარდაჭერას,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სენატში განაცხადა.

„ნატო-ს გადააზრებას რაც შეეხება, ის ნამდვილად უნდა იქნას გადააზრებული. უნდა გადაიაზროს არა მისი მიზნები, არამედ შესაძლებლობები.

მაგალითს მოგცემთ. ბევრი საუბარი უსაფრთხოების გარანტიებზე და უკრაინის შემთხვევაში ამაზე ზოგადი შეთანხმება არსებობს, მაგრამ ეს უსაფრთხოების გარანტიები მოიცავენ ევროპელი სამხედროების მცირე რაოდენობით განთავსებას - ძირითადად ფრანგებისა და ბრიტანელების - და აშშ-ის მხარდაჭერას. მაგრამ, ფაქტობრივად, უსაფრთხოების გარანტია აშშ-ის მხარდაჭერაა.

არ ვაკნინებ იმ ფაქტს, რომ ევროპაში ზოგიერთი ქვეყანა მზად არის ომის შემდგომ უკრაინაში სამხედროები განათავსოს, იმას ვამბობ, რომ ეს არარელევანტურია აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე”, - განაცხადა რუბიომ.

მისი თქმით, ეს იმიტომ ხდება, რომ ბოლო 20-30 წლის განმავლობაში ევროპელები საკმარის ინვესტიციებს არ ახორციელებდნენ თავიანთ თავდაცვით შესაძლებლობებში.

„იმედია ეს შეიცვლება. იმედია, ეს იცვლება და ზოგიერთ შემთხვევაში, ზოგიერთ კონკრეტულ ქვეყანაში ეს უკვე შეიცვალა. მაგრამ ეს ფაქტია, რომლის იგნორირება არ შეგვიძლია. ნატო უფრო ძლიერი იქნება, თუ ჩვენს მოკავშირეებს მეტი შესაძლებლობები ექნებათ…

რაც უფრო ძლიერები არიან ჩვენი პარტნიორები ნატო-ში, მით უფრო მეტი მოქნილობა ექნება აშშ-ს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ჩვენი ინტერესების დასაცავად. ეს ნატო-ს მიტოვება არ არის, ეს 21-ე საუკუნის რეალობაა მსოფლიოში, რომელიც ახლა იცვლება”, - განაცხადა რუბიომ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს