ჟან-ნოელ ბარო - ირანელი ხალხის მშვიდობიანი აჯანყების სასტიკი რეპრესირება უპასუხოდ არ დარჩება, საფრანგეთი მხარს დაუჭერს ,,ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას

ირანელი ხალხის მშვიდობიანი აჯანყების სასტიკი რეპრესირება უპასუხოდ არ დარჩება, საფრანგეთი მხარს დაუჭერს “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო სოციალურ ქსელში წერს.

,,ირანი: არ შეიძლება დაუსჯელობა იყოს.

არ შეიძლება ირანელი ხალხის მშვიდობიანი აჯანყების სასტიკი რეპრესირება უპასუხოდ დარჩეს. არ შეიძლება, რომ არაჩვეულებრივი სიმამაცე, რომელიც მათ ბრმა ძალადობის წინაშე გამოიჩინეს ამაო იყოს.

ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ხვალ ბრიუსელში სანქციებს მივიღებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ამ დარღვევებზეა პასუხისმგებელი. მათ აეკრძალებათ ევროპის ტერიტორიაზე შესვლა და მათი აქციები გაიყინება.

საფრანგეთი მხარს დაუჭერს ,,ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” ევროკავშირის ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეტანას.

რეჟიმმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს პატიმრები, დაასრულოს სიკვდილით დასჯა, გააუქმოს ციფრული ბლოკადა და საშუალება მისცეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფაქტების საძიებო მისიას გამოიძიოს ირანში ჩადენილი დანაშაულები”,-წერს ბარო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს