The Guardian - კირ სტარმერი პეკინში სი ძინპინს შეხვდა

კირ სტარმერი პეკინში სი ძინპინს შეხვდა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს განუცხადა, რომ პეკინში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბოლო ვიზიტის შემდეგ დიდი დრო გავიდა.

„ჩინეთი გლობალურ ასპარეზზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ უფრო თანამედროვე ურთიერთობა ავაშენოთ“, - განაცხადა კირ სტარმერმა.

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა კირ სტარმერთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მხარეებს შორის კავშირები უნდა გაძლიერდეს.

„ამჟამინდელი საერთაშორისო ვითარება რთულია. როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა და მნიშვნელოვანმა გლობალურმა ეკონომიკებმა, ჩინეთმა და დიდმა ბრიტანეთმა დიალოგი და თანამშრომლობა უნდა გააძლიერონ. ჩინეთი მზად არის, დიდ ბრიტანეთთან გრძელვადიანი და თანმიმდევრული სტრატეგიული პარტნიორობა განავითაროს“, - აღნიშნა სი ძინპინმა.

შეგახსენებთ, კირ სტარმერი ჩინეთში გუშინ ჩავიდა. ეს ჩინეთში 2018 წლის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს