გია ვოლსკი - ლევან ხაბეიშვილმა შეიძლება ერთი რამე შეცვალოს, ადრე კრივში თუ ვარჯიშობდა, ახლა შეიძლება, ძიუდოში დაიწყოს ვარჯიში, ეს ცვლილების ის დიაპაზონია, რომელიც მის ინტელექტს და „ქურქუმალ ვაითს“ სწვდება

ლევან ხაბეიშვილმა შეიძლება ერთი რამე შეცვალოს, ადრე კრივში თუ ვარჯიშობდა, ახლა შეიძლება, ძიუდოში დაიწყოს ვარჯიში. ეს ცვლილების ის დიაპაზონია, რომელიც მის ინტელექტს და „ქურქუმალ ვაითს“ სწვდება, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ „გამოსავალი არის დიალოგი და ლაპარაკი, რაც არ უნდა მძიმე იყოს“.

ვოლსკის თქმით, ოპოზიციაში ცვლილების სხვა მიმართულება მისთვის წარმოუდგენელია.

ლევან ხაბეიშვილმა შეიძლება ერთი რამე შეცვალოს, ადრე კრივში თუ ვარჯიშობდა, ახლა შეიძლება, ძიუდოში დაიწყოს ვარჯიში. ეს ცვლილების ის დიაპაზონია, რომელიც მის ინტელექტს და „ქურქუმალ ვაითს“ სწვდება. ცვლილების სხვა მიმართულება არც წარმომიდგენია. შეურაცხყოფას მას არ ვაყენებ, პოლიტიკურ ფიგურაზე ვსაუბრობ. ლევან ხაბეიშვილმა რა უნდა შეცვალოს გარდა იმისა, რომ ვარჯიში კრივის გარდა, ჭიდაობაში დაიწყოს? „ქურქუმალ ვაითის“ ცვლილება შესაძლებელია. მოწოდებები მხოლოდ მისგან არ გაისმის, რადიკალური ოპოზიცია საუბრობს, რომ უნდა დაჯდეს, ილაპარაკოს და იქნებ, შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში დაბრუნდნენ, რომელიც, თავის მხრივ, ყველანაირი დიაპაზონიდან გასულია. ერთმანეთს უნდა შეეჯიბრონ იმაში, ვინ უფრო მეტი თანხა უნდა მიიღოს, რათა ქვეყანა დააზიანოს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, პატიმრობაში მყოფმა ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე ოპოზიციურ ძალებს მიმართა და აღნიშნა, რომ დიალოგი არის გამოსავალი და თუ პატიმრებს გაათავისუფლებენ მთავრობის მიერ შეთავაზებული დებატების ფორმატი უნდა გამოიყენონ.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება