უკრაინული მედია - უკრაინამ რუსეთისგან 1 000 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინული მედია - უკრაინამ რუსეთისგან 1 000 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთისგან 1 000 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს რეპატრიაციის ღონისძიებების შედეგად უკრაინაში 1 000 ცხედარი დაბრუნდა, რომლებიც რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინის დამცველებს ეკუთვნით“, - აცხადებს უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი.

შტაბის ცნობით, შესაბამისი ორგანოები ცხედრების იდენტიფიცირების მიზნით ექსპერტიზას ჩაატარებენ.

რუსული მხარე აცხადებს, რომ გაცვლის ფარგლებში უკრაინამ მოსკოვს 38 რუსი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა.