ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცეს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცეს, - ინფორმაციას Reuters-ი ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე ახალი სანქციები მიიღეს იმ ირანელი პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ირანში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში მონაწილეობდნენ და უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთს მხარს უჭერენ.

ევროკავშირის სანქციები ირანში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო 21 ფიზიკური პირისა და რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო 10 ორგანიზაციის წინააღმდეგ ამოქმედდება.

ასევე, მოსალოდნელია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწევენ.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ