ფასების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია მუშაობას მომავალ კვირას დაიწყებს და მას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს

ფასების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია მუშაობას მომავალ კვირას დაიწყებს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კომისიის შემადგენლობაში 14 პირი იქნება, კვოტები კი ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 7; „ხალხის ძალა“ – 3; „საქართველოსთვის - 3; ევროსოციალისტები“ – 1.

პაპუაშვილმა დეპუტატებს მოუწოდა, დროებითი კომისიის კანდიდატებზე დროულად შეჯერდნენ.

საპარლამენტო დროებით კომისიას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.

კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით პარლამენტი გადაწყვეტილებას მომავალ კვირაში, პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა