ზაზა ვაშაყმაძე ირანის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, სეიედ ალი მოჯანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„შეხვედრისას საუბარი შეეხო რელიგიის სააგენტოს საქმიანობას და რელიგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებს.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სააგენტოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

ზაზა ვაშაყმაძემ დიპლომატს საჩუქრად სააგენტოს გამოცემები - „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით", „ოკუპირებული მემკვიდრეობა" და „რელიგიები საქართველოში" გადასცა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს