კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა" „ნაციონალური მოძრაობისგან“ არაპირდაპირი დაფინანსების მიღებისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა" პოლიტიკური პარტიისგან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების გამო წერილობით გააფრთხილა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

კერძოდ, ComCom-ის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მაუწყებელმა 2025 წლის აგვისტოში „ფორმულა მულტიმედიასგან" 451.000 ლარი მიიღო, რომელსაც თავის მხრივ, 540.000 ლარი პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისგან" აქვს მიღებული.

განცხადების თანახმად, დგინდება, რომ „ფორმულა მულტიმედიას" ამავე პერიოდში სხვა დაფინანსება არ მიუღია, შესაბამისად, „ფორმულას" მიერ მიღებული თანხა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან" არაპირდაპირ დაფინანსებას წარმოადგენს.

„„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 66¹ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აკრძალულია პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა ამავე კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.

იქიდან გამომდინარე, რომ „ფორმულა" ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის არ დასანქცირებულა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა”, - ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში