პროკურორი - მოწმეებმა ისაუბრეს, როგორ ხორციელდებოდა გარკვეული შესყიდვები, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი შეთანხმებული იყო თავდაცვის მინისტრთან, მის მოადგილეებთან და აღნიშნული პირები იღებდნენ გადაწყვეტილებას

დღეს დაიკითხა რამდენიმე მოწმე, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ, - ამის შესახებ

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის საქმის პროკურორმა, ანი ლეკიაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც პროკურორმა განმარტა, მოწმეებმა საქმის დეტალებთან და გარემოებებთან დაკავშირებით მისცეს ჩვენება.

"ერთ შემთხვევაში ერთ-ერთმა მოწმემ გააჟღერა თავდაცვის სამინისტროს პოზიცია მათთვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, რომელიც დღემდე არ ანაზღაურებულა. აღნიშნული პირი მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეში, როგორც დაზარალებულის, ანუ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. დანარჩენი ორი პირი იყო თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების კომისიის წარმომადგენელი. მათ ისაუბრეს, როგორ ხორციელდებოდა გარკვეული სახის შესყიდვები, მათ რა როლი ჰქონდათ, კონკრეტულად ვინ იღებდა გადაწყვეტილებას, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი შეთანხმებული იყო თავდაცვის მინისტრთან და მის მოადგილეებთან და ამ საკითხებზეც, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას იღებდნენ აღნიშნული პირები", - განაცხადა პროკურორმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა