შალვა პაპუაშვილი - კარგი სიგნალი ის არის, რომ თავად მეწარმეების მხრიდან არის განწყობა, რომ მართლაც რაღაც არ არის სწორად სისტემასა და ფასებში - შევისწავლით, სად არის ხარვეზები და სად რა არის შესაძლებელი - წინასწარ, მზა რეცეპტები არ გვაქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წინადადებაა, რომ ფასებთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისია 14 დეპუტატისგან იყოს დაკომპლექტებული.

პაპუაშვილის ინფორმაციით, დეპუტატების რაოდენობა პარტიების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდება: 7 წევრი „ქართული ოცნებიდან, 3- „ხალხის ძალიდან“, 3 „საქართველოსთვის“ ფრაქციიდან, 1 –„ევროპელი სოციალისტებიდან“. პარლამენტის სპიკერის ინფორმაციით, კომისია 3 თვის განმავლობაში იმუშავებს.

„ჩვენი სურვილია, ვგულისხმობ „ქართული ოცნების“ ფრაქციას, რომ შოთა ბერეკაშვილმა უხელმძღვანელოს საგამოძიებო კომისიას. გუშინ დავაანონსე კიდევაც, რომ კომიტეტის გადასაწყვეტია, თუმცა ინიციატორი ფრაქციის წინადადებაა, რომ 14 -კაციანი კომისია იყოს, სადაც 7 იქნება „ქართული ოცნებიდან“, 3- „ხალხის ძალიდან“, 3 „საქართველოსთვის“ ფრაქციიდან, 1 –„ევროპელი სოციალისტებიდან“. ჩვენ სამშაბათს დადგენილებით შევქმნით კომისიას. შემდეგ არის პროცედურული საკითხები, პირველი სხდომა, რაც ვფიქრობ, რომ ოთხშაბათს მოესწრება, ასე რომ ხუთშაბათიდან უკვე შეუძლია კომისიას სრულფასოვნად მუშაობის დაწყება. იქნება კომისია სამი თვის ვადით და მთავრობასაც ასეთი გრაფიკი აქვს დაანონსებული, რომ აპრილის ბოლომდე იმუშაოს, ჩვენც პარალელურ რეჟიმში ვიმუშავებთ. იცით, რომ ეს არის პრემიერის ინიციატივა და მათ შორის პრემიერის მოწოდება იყო, რომ პარლამენტსაც განეხილა საკითხი, რომ საპარლამენტო ფორმატიც შეგვექმნა ამ საკითხებისთვის, ამიტომ მთავრობასთან თანამშრომლობით ჩვენ ვიმუშავებთ ამ საკითხზე. ის მიგნებები, რაც სამთავრობო კომისიაში იქნება, ვთხოვთ, რომ გაგვიზიარონ. სამთავრობო პროცესი არის უფრო სამუშაო, დახურული რეჟიმი, პარლამენტი კი იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს იყოს ღია, საჯარო პროცესი. რაც შეეხება შედეგებს, კარგი სიგნალი ის არის, რომ ვხედავთ, თავად მეწარმეების მხრიდან არის განწყობა, რომ მართლაც რაღაც არ არის სწორად ჩვენს სისტემაში და იმ ფასებში, რასაც ჩვენ დახლებზე ვხედავთ. სად არის გამოწვევები, ხარვეზები მთლიანად ამ ჯაჭვში, ამას შევისწავლით და საზოგადოებასთან ერთად ვნახავთ, სად რა არის შესაძლებელი. ჩვენ წინასწარ მზა რეცეპტები არ გვაქვს, ამიტომაც არის კომისია და მოკვლევა ხდება საკითხის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!