ამბასადორი აილენდი ევროპაში სტრატეგიული კავშირების ქსელს აფართოებს

ამბასადორი აილენდი ევროპაში სტრატეგიული კავშირების ქსელს აფართოებს - აღნიშნულის შესახებ ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალური დირექტორი, გოჩა კამკია აცხადებს.

მისი თქმით, ამჯერად გერმანიასთან განსაკუთრებით აქტიური თანამშრომლობა და მათი გამოცდილების ინტეგრირება ამბასადორი აილენდ ბათუმის მასშტაბურ პროექტში იგეგმება.

„გერმანიასთან დაგეგმილი თანამშრომლობა გულისხმობს მაღალტექნოლოგიური და მდგრადი განვითარების სტანდარტების იმპორტს. გერმანული ხარისხისა და ეფექტურობის ინტეგრირება ჩვენს პროექტში არის ის, რაზეც ახლა აქტიურად ვმუშაობთ,“ - აცხადებს ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალური დირექტორი, გოჩა კამკია. თანამედროვე სამყაროში უმსხვილესი პროექტების რეალური ღირებულება იმ საერთაშორისო კავშირებშია, რომლებსაც ისინი გლობალურად, საერთაშორისო ასპარეზსა და ბაზრებზე ამყარებენ. ამბასადორი აილენდ ბათუმი კი, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ყველაზე ამბიციურ საინვესტიციო პროექტს წარმოადგენს, სწორედ ამ გლობალური ქსელის ახალ ცენტრად იქცა. ამბასადორი აილენდის გეოგრაფიული გაფართოება ევროპისკენ მნიშვნელოვან ფაქტებს აერთიანებს, სადაც მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ცენტრალური ევროპის ქვეყნებთან: პოლონეთთან, სლოვაკეთთან და ჩეხეთთან გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებები, რაც პროექტის მულტინაციონალურ ხასიათს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

აღნიშნული პარტნიორობა როგორც საინვესტიციო, ისე ტექნოლოგიურ და კულტურულ გაცვლასაც მოიზრებს.

ამბასადორი აილენდის სამომავლო სტრატეგიის ერთ-ერთი ვექტორი, ამჯერად უკვე გერმანიისკენაა მიმართული, რომელიც ცენტრალური ევროპის უმსხვილეს ეკონომიკურ ძალას წარმოადგენს. ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გაამყარებს პროექტის საერთაშორისო იმიჯს, რომელიც დაგეგმვის ფაზიდან, აღსრულების, ცოცხალ ორგანიზმად ფორმირების ეტაპზე გადავიდა.

(R)

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება