რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილე - ანტონიო გუტერეშის პოზიცია ყირიმსა და დონბასთან დაკავშირებით გაეროს მიკერძოებულობაზე მეტყველებს

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის განცხადებები ყირიმისა და დონბასის მაცხოვრებლებისთვის თვითგამორკვევის უფლების არარსებობის შესახებ ორგანიზაციის მიკერძოებულობაზე მეტყველებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ლიუბინსკიმ განაცხადა.

„ეს განცხადება არანაირ ჩარჩოში არ ზის და გაეროს სამდივნოსა და მისი სტრუქტურების მიკერძოებულობას მოწმობს. ეს განცხადება აღმაშფოთებელია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთმა მიმართა გაეროს, აღიაროს დონბასის და ყირიმის ხალხების თვითგამორკვევის უფლება, გრენლანდიის მსგავსად. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გუშინ განაცხადა, რომ არსებობს ორი მნიშვნელოვანი პრინციპი. პირველი პრინციპი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობაა, მეორე კი - ხალხების თვითგამორკვევა. ამასთან, მისი განმარტებით, ხალხების თვითგამორკვევა მხოლოდ კონკრეტულ პირობებში შეიძლება მოხდეს. „დავასკვენით, რომ თვითგამორკვევის პრინციპი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ყირიმსა და დონბასზე, ამიტომ ამ სიტუაციაში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი დომინირებს“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს