საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ტექნიკური უნივერსიტეტის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანების თაობაზე განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მათი შეფასებით, ეს გადაწყვეტილებაა მომავალი თაობის განათლებას დააზიანებს.

აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. მათ აქციაზე გაშლილი ჰქონდათ ბანერები, წარწერით: „სტუ-ის ისტორიას ვერ წაშლით!", შეჩერდეს რეფორმა, სტუ არ იყიდება. ეს არ არის გაერთიანება, არამედ უნივერსიტეტის გაუქმება".

როგორც ერთ-ერთმა სტუდენტმა, ელენე ცეცხლაძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მათი მოთხოვნაა, რომ უნივერსიტეტების გაერთიანების თაობაზე გადაწყვეტილება შეჩერდეს.

„ჩემი აზრით, თსუ და სტუ არის ორი განსხვავებული უნივერსიტეტი, რისი შეერთებაც არ უნდა მოხდეს. ჩვენი მიზანია, შეწყდეს ეს პროცესი და არ გავერთიანდეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რადგან იდენტობას დავკარგავთ. ამ გადაწყვეტილების შესახებ არც სტუდენტები ვიყავით ინფორმირებული და არც პროფესორ-მასწავლებლები. თვითონ დავით გურგენიძემაც განაცხადა, რომ გუშინ გაიგო ამ გადაწყვეტილების შესახებ. ამ მთავრობას განათლებული ადამიანები არ სჭირდება. ამიტომ უნდათ საერთოდ დახურონ უნივერსიტეტები", - განაცხადა სტუდენტმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში