„საქართველოს ბანკის“ და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა

ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის STEM მიმართულებით განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, „საქართველოს ბანკი“, კომაროვის სკოლასთან ერთად მესამე წელია STEM ოლიმპიადას მართავს.

წელს ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად 160-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა. ოლიმპიადის შესარჩევი ტური მათემატიკასა და ფიზიკაში ონლაინ ჩატარდა, რომელშიც 800-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო.

აღსანიშნავია, რომ ონლაინ ტურში მონაწილეობამდე მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ საკონსულტაციო შეხვედრებს, მიეღოთ რჩევები საოლიმპიადო წრის ხელმძღვანელებისგან, გასცნობოდნენ ამოცანების სტრუქტურას და მათი ამოხსნის ეფექტურ მეთოდებს.

ოლიმპიადის ფარგლებში, ონლაინ ტურში ფიზიკის და მათემატიკის ტესტებში მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, ტურში მონაწილე სკოლების 50% გადავა I ტურში.

პირველი ტური დასწრებულ ფორმატში, ფიზიკასა და მათემატიკაში ჩატარდება, სადაც საუკეთესო შედეგის მქონე 10 სკოლა გამოვლინდება და ისინი ფინალურ ტურში იასპარეზებენ. ფინალურ რაუნდში მოსწავლეები გუნდურად იმუშავებენ STEM დავალებების ამოხსნაზე.

ამასთან, ფინალურ ტურში გადასული გუნდების მენტორები სპეციალური გადამზადების კურსს გაივლიან, რომელსაც კომაროვის STEM მიმართულების სპეციალისტები გაუძღვებიან.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, უკვე მესამე წელია STEM ოლიმპიადას ატარებს - პროექტს, რომელიც ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და ინჟინერიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით განათლების შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად.

საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ფარგლებში მონაწილეობა უკვე 400-ზე მეტი სკოლის, 2000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge

(R)

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო