თაზო დათუნაშვილი - სამარცხვინო ვოდევილების შემყურენი ვართ - გამოდის, რომ შეხვედრების ჯადოსნური ფორმატი არსებობს, რითაც ფასების დაწევა შეეძლოთ - წელს „იუმორინას“ ჩატარება კანცელარიაში გადაწყვიტეს და შოუს კობახიძე ხელმძღვანელობს

სამარცხვინო ვოდევილების შემყურენი ვართ - გამოდის, რომ შეხვედრების რაღაც ჯადოსნური ფორმატი არსებობს, ამ ჯადოსნური შეხვედრებით ფასების დაწევა შეეძლოთ, ოღონდ არა მათი მმართველების 14 წლის თავზე, არამედ პირველივე წელს, - ასე ეხმაურება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში, სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში ნავთობიმპორტიორებთან გამართულ შეხვედრას.

როგორც დათუნაშვილმა აღნიშნა, საწვავზე მაღალი ფასი ახალი პრობლემა არ არის და მისი განახევრება „ქართული ოცნების“ 2012 წლის ერთ-ერთი დაპირება იყო.

„აქამდე ვიცოდით, რომ „იუმორინა“ ფილარმონიაში ტარდებოდა. აღმოჩნდა, რომ 2026 წელს „იუმორინას“ ჩატარება მთავრობის კანცელარიაში გადაწყვიტეს. ამ შოუს ჯემალ ბაღაშვილის ნაცვლად, ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

ე.ი. ამ 14 წლის განმავლობაში ნებისმიერ ნაახალწლევს შეეძლოთ დამსხდარიყვნენ, მენავთობეები მთავრობის მაგიდასთან მიეყვანათ, რაღაც ჯადოსნური სიტყვები ეთქვათ და მათ ფასის დაკლების რესურსი აღმოეჩინათ. თურმე ასე მარტივი იყო, ოღონდ ამისთვის 14 წელი არაფერი გააკეთეს და მე-14 წელს გააკეთეს. ვისაც ამ მარაზმის სჯერა, თავიდან ბოლომდე აცდენილია რეალობას.

სხვა ეკონომიკურ ვითარებაში, იმ ქვეყანაში, რომელიც არის თავისუფალი და რომელსაც სასამართლო სისტემა აქვს, საწვავის ფასი შეიძლება იყოს სხვა. საწვავზე დიდი ფასნამატია, მაგრამ ამ ფასნამატს თავისი შინაარსი აქვს. თუ ვინმეს აინტერესებს თუ რა იყო საბჭოთა კავშირის კრახი ერთ-ერთი მიზეზი, ეს ფასის ხელოვნური წარმოქმნა იყო. ეს არის ძალიან რთული რამ და ამას არა თუ კობახიძე, ბევრად ჭკვიანი ადამიანები ვერ ახერხებენ დაგეგმილ ეკონომიკაში“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში, სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ნავთობიმპორტიორებს შეხვდა.

კომისიის ფარგლებში, შეხვედრა უკვე გაიმართა სასურსათო ფასებთან დაკავშირებით ქსელური მარკეტებისა ხელმძღვანელებთან, მეწარმეებსა და ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებთან.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში