აბას არაღჩი - შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ მოითხოვა ჩვენთან მოლაპარაკებები - არ გვაქვს პრობლემა მოლაპარაკებებში ჩართვასთან დაკავშირებით, თუმცა, მათ თავიანთი მუქარა გვერდზე უნდა გადადონ

ჩვენი წარსული გამოცდილება მუდმივად აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები არასდროს ყოფილა ლოიალური და არასდროს მოქმედებდა კეთილი ნებით. მიუხედავად ამისა, ირანი მზადაა ყველა დიპლომატიური პროცესისთვის, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ თურქ კოლეგასთან, ჰაკან ფიდანთან სტამბოლში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მხარს ვუჭერთ ლეგიტიმურ, რაციონალურ, სამართლიან პროცესს, რომელიც პატივს სცემს ჩვენს კანონიერ უფლებებს“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაში აშკარა წინააღმდეგობებია.

„სამხედრო თავდასხმა არჩევანი არ არის; მათ გასული წლის ივნისში სამხედრო დარტყმა განახორციელეს და ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწიეს“,- აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ მოითხოვა მოლაპარაკებების წარმოება.

„შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ მოითხოვა ჩვენთან მოლაპარაკებების წარმოება სხვადასხვა შუამავლების მეშვეობით და აგრძელებს ამ მოთხოვნას. არ გვაქვს პრობლემა მოლაპარაკებებში ჩართვასთან დაკავშირებით; თუმცა, მოლაპარაკებები არ შეიძლება დაიწყოს მუქარით. მათ თავიანთი მუქარა გვერდზე უნდა გადადონ“, - აღნიშნა აბას არაღჩიმ.

ამასთან, მან ევროკავშირი ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების გამო გააკრიტიკა.

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ გარეშე, ისინი ვერ შეძლებდნენ DAESH-თან და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლას და დღეს მათ ევროპის ქუჩებში DAESH-თან ბრძოლა მოუწევდათ. ევროპელები არ აფასებენ იმას, რაც მათთვის გაკეთდა; რევოლუციურმა გვარდიამ მსოფლიო მთავარი ტერორისტული ორგანიზაციისგან იხსნა. ევროკავშირმა მძიმე შეცდომა დაუშვა და მე მჯერა, რომ ის მალე გააცნობიერებს ამ შეცდომას“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა