სალომე ზურაბიშვილი - ეუთო-ს გადაწყვეტილება, აამოქმედოს “მოსკოვის მექანიზმი”, მნიშვნელოვანი ეტაპია მათთვის, ვინც იბრძვის, რათა არ დაუშვას საქართველოს რუსული მოდელის სახელმწიფოდ გადაქცევა

ეუთო-ს გადაწყვეტილება, აამოქმედოს “მოსკოვის მექანიზმი” საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, მსოფლიო გვიყურებს, ქართველი ხალხი პროტესტს აგრძელებს - ანგარიშვალდებულება მოვა! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ეუთო-ს გადაწყვეტილება, აამოქმედოს “მოსკოვის მექანიზმი” საქართველოსთვის, მნიშვნელოვანი ეტაპია მათთვის, ვინც იბრძვის, რათა არ დაუშვას საქართველოს რუსული მოდელის სახელმწიფოდ გადაქცევა.

ადამიანის უფლებების უპრეცედენტო დარღვევები, დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურება არა მხოლოდ დაიგმობა, არამედ შეფასდება. მსოფლიო გვიყურებს, ქართველი ხალხი პროტესტს აგრძელებს - ანგარიშვალდებულება მოვა!”, - წერს ზურაბიშვილი.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს