თედო ჭოლაძე - წყალტუბოს სოფლების წინაშე სერიოზული ინფრასტრუქტურული და ყოფითი პრობლემებია

“ძლიერი საქართველო-ლელოს” წყალტუბოს ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თედო ჭოლაძემ საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის სოფლების წინაშე არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ისაუბრა.

თედო ჭოლაძის განცხადებით, წყალტუბოს სოფლების წინაშე სერიოზული ინფრასტრუქტურული და ყოფითი პრობლემებია, სოფლის უმეტესობას არ აქვს: გარე განათება; არ მიეწოდება ან შეფერხებით მიეწოდება სასმელი წყალი; შიდასასოფლო გზები უმძიმეს მდგომარეობაშია.

მან ამ „გაუსაძლისი მდგომარეობის“ მაგალითად სოფელი ქვიტირი მოიყვანა, სადაც სამი პრობლემა „წლებია ერთდროულად დგას მოსახლეობის წინაშე“.

“ქვიტირის წინაშე არსებული პრობლემები უბრალოდ წარმოუდგენელია იდგეს განვითარებული ქვეყნის სინამდვილეში, მაგრამ ეს განგაშის მიზეზი არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლებისთვის არ ხდება”, - განაცხადა თედო ჭოლაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს