"ძლიერი საქართველო-ლელოს" სიღნაღის ორგანიზაციის თავმჯდომარე და საკრებულოს წევრი სასპორტო, სახელოვნებო და საგანმანათლებლო წრეების პედაგოგებისთვის ანაზღაურების გაზრდას ითხოვს

ადამიანები ხელს უწყობენ სიღნაღში ტრადიციული სპორტის სახეობების, ჩვენი ქვეყნის უნიკალური ხალხური სიმღერებისა და ცეკვების შენარჩუნებასა და განვითარებას, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველო-ლელოს" სიღნაღის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა გოჩა ფხოველიშვილმა განაცხადა, რომელიც მუნიციპალიტეტში არსებული სასპორტო, სახელოვნებო და საგანმანათლებლო წრეების პედაგოგებისთვის ხელფასების მომატებას ითხოვს.

ფხოველიშვილის განცხადებით, ის ბიუჯეტის კორექტირების პროცესში აპირებს საკითხის წამოწევას.

"მუნიციპალიტეტში არსებული სასპორტო, სახელოვნებო და საგანმანათლებლო წრეების პედაგოგები მიზერულ ფასად აკეთებენ უმნიშვნელოვანეს საქმეს: ხელს უწყობენ სიღნაღში ტრადიციული სპორტის სახეობების, ჩვენი ქვეყნის უნიკალური ხალხური სიმღერებისა და ცეკვების შენარჩუნებასა და განვითარებას და შემეცნებითი და საგანმანათლებლო სკოლისგარეშე პროგრამების საშუალებით მოზარდთა ცოდნის დონის ამაღლებას. მიგვაჩნია, რომ ადამიანებს, რომლებიც ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს ემსახურებიან, ბევრად ღირსეული ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ. საჭიროა გადაიხედოს მათი შრომის ანაზღაურების ოდენობა და არსებული ინფლაციის პირობებში მცირედით მაინც გაეზარდოთ ხელფასები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ამ სპეციალისტებს დავკარგავთ და ამას მომავალში შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ტრადიციების შენარჩუნების თვალსაზრისით. სამწუხაროა, რომ ამ ეტაპზე ეს არ გაკეთდა, თუმცა ბიუჯეტის კორექტირების პროცესში ვაპირებ საკითხის ხელახლა წამოწევას", - განაცხადა გოჩა ფხოველიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს