ქობულეთში ხანძრის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში, საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად 80 წლის მამაკაცი დაიღუპა.

მეზობლების ინფორმაციით, ხანდაზმულმა მამაკაცმა, ხანძრის დროს სახლის დატოვება დროულად ვერ მოახერხა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე, სამაშველო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი მთავრობის წევრებიც მივიდნენ.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა
ინვესტიციის ახალი ფილოსოფია - ფული აღარ არის ფუფუნება