ნანა ტოხვაძე - გადაწყვეტილება თსუ-ისა და სტუ-ის შერწყმის შესახებ, აკადემიური სივრცის დემონტაჟია - ეს არის უნივერსიტეტების განადგურება და გაუქმება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ნანა ტოხვაძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ „განათლების რეფორმის" ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდეს, აკადემიური სივრცის პირდაპირ დემონტაჟს წარმოადგენს.

ნანა ტოხვაძის თქმით, სტუ-ის და თსუ-ის ძალადობრივი შერწყმა ხდება, რაც ნიშნავს სისტემურ ქაოსს, ხარისხის ვარდნას და უნივერსიტეტების იდენტობის წაშლას.

„ბოლო ათწლეულში ხელისუფლებისგან შემოთავაზებული განათლების „რეფორმირების“ უამრავი მცდელობა გამიკრიტიკებია. ყველა მათგანი ქაოტური, უშედეგო და დამაზიანებელი რომ აღმოჩნდა, ამის შედეგებს დღეს საზოგადოება საკუთარ ტყავზე გრძნობს. განათლებას რომ შველა სჭირდება ესეც ბევრჯერ მოგისმენიათ ჩემგან, მაგრამ რეჟიმის მიერ ე.წ. „განათლების რეფორმის" ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება თსუ-სა და სტუ-ს შერწყმის შესახებ, წარმოადგენს აკადემიური სივრცის პირდაპირ დემონტაჟს. ეს არ არის რეფორმა. დეფორმაც კნინობით-ალერსობითი სახელდებაა, იმ ზიანის და საფრთხეების გათვალისწინებით, რასაც გვიქადის! ეს არის უნივერსიტეტების განადგურება და გაუქმება. პარტიული ბიუროკრატების მიერ დაგეგმილი ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი საფრთხეს უქმნის:

განათლების ხარისხს; აკადემიურ თავისუფლებას; ათიათასობით სტუდენტის მომავალს.

ძალადობრივი შერწყმა ნიშნავს სისტემურ ქაოსს, ხარისხის ვარდნას და უნივერსიტეტების იდენტობის წაშლას. შერწყმა დღეს ნიშნავს გამოუსწორებელ ზიანს ხვალ, რადგან გადაწყვეტილება მიღებულია აკადემიური წრეების, სტუდენტებისა და პროფესორების მონაწილეობის გარეშე. ეს არის ავტორიტარული მართვის ლოგიკა, სადაც განათლება აღიქმება როგორც "საბიუჯეტო ხარჯი" და არა როგორც საზოგადოებრივი სიკეთის საფუძველი.

დღეს ეს შერწყმა საღდება „რეფორმად“, ხვალ კი მივიღებთ: გაუქმებულ პროგრამებს, დანგრეულ სამეცნიერო და კვლევით ინსტიტუტებს, დისკრედიტირებულ დიპლომებს, გაყიდულ შენობებს, შეუზღუდავ პარტიულ კონტროლს, დაქვემდებარებულ საუნივერსიტეტო სივრცეს, სამსახურის გარეშე დარჩენილ პროფესორებს, განათლების მიღმა დარჩენილ ათიათასობით სტუდენტს და ჯამში საყრდენგამოცლილ სახელმწიფოს!

#დაიცავი განათლება, დაიცავი საქართველო" – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს