უკრაინასა და მოლდოვაში, ტექნიკური პრობლემების გამო, ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა მოხდა

უკრაინასა და მოლდოვაში ელექტროგადამცემ ხაზებზე დაფიქსირებული ტექნიკური პრობლემების გამო ელექტროენერგია გაითიშა.

მედიის ინფორმაციით, ქსელში საგანგებო სიტუაციის გამო კიევის წყალმომარაგება შეწყდა და მეტროს მუშაობა შეჩერდა, მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვის უმეტესი ნაწილი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინის ელექტროგადამცემ ქსელში „ტექნიკური გაუმართაობა“ მოხდა.

„ამჟამად, დედაქალაქ კიევში, კიევის, ჟიტომირის და ხარკოვის ოლქებში დისპეტჩერმა საგანგებო გათიშვის სპეციალური გრაფიკები დააწესა. „უკრენერგოს“ ენერგეტიკოსები ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე მუშაობენ. ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს საათებში აღდგება“, - განაცხადა შმიგალმა.

შექმნილ სიტუაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინის ენერგოსისტემის დონეზე რეაგირების ყველა საჭირო ზომა მიიღეს.

„პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ და ენერგეტიკის მინისტრმა დენის შმიგალმა ისაუბრეს უკრაინის ენერგოსისტემაში შექმნილი საგანგებო სიტუაციის შესახებ, რომელიც გამოწვეულია ჩვენი და მოლდოვას ელექტროგადამცემ ხაზებზე ტექნიკური პრობლემებით. უკრაინის ენერგოსისტემის დონეზე მიღებულია ყველა საჭირო რეაგირების ზომა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ახლა ამოცანაა სიტუაციის რაც შეიძლება სწრაფად სტაბილიზაცია“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ