სიმონ ჯანაშია - ხელისუფლება ამცირებს სწავლის ხანგრძლივობას, ხარისხს, ხელმისაწვდომობას, განათლებას პარტიულ კონტროლს უქვემდებარებს - ამ პრობლემას უნდა დავუპირისპიროთ არა მარტო ერთიანობა და გაბედულება, არამედ ორგანიზებულობა

ხელისუფლება ამცირებს სწავლის ხანგრძლივობას, ხარისხს, ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომობას,- ასე აფასებს პარტია „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი სიმონ ჯანაშია, განათლების სფეროში დაანონსებულ ცვლილებებს.

მისი თქმით, აღნიშნულ ცვლილებებს არა მარტო ერთიანობა, სიმტკიცე და გაბედულება, არამედ ორგანიზებულობა და ალტერნატიული სისტემების შესახებ ცოდნა უნდა დავუპირისპიროთ.

„განათლების სპეციალისტი არ უნდა იყო ადამიანი იმისთვის, რომ მიხვდე - რაც უფრო ნაკლებს სწავლობს ადამიანი, მით ნაკლები შანსია, რომ მას ხარისხიანი განათლება ჰქონდეს. ხელისუფლება ამცირებს სწავლის ხანგრძლივობას, ხარისხს, ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომობას, საერთაშორისო ურთიერთობებს უმაღლეს განათლებაში იმით, რომ კეტავს ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობას, რომ მარტივად წავიდნენ უცხოეთში, 12 კლასის დასრულების შემდეგ. ასევე, ამცირებს შესაძლებლობას უცხოელი სტუდენტებისთვის, რომ ისწავლონ საქართველოს საჯარო უნივერსიტეტებში. ასევე, დიდი პრობლემაა, რომ განათლებას პარტიულ პოლიტიკურ კონტროლს უქვემდებარებს, რომ კონკრეტული პარტიის ინტერესებზე გახადოს მორგებული, ამ შესაძლებლობებს კი გამოიყენებს შენობების გასაყიდად, რომ ლოიალური ხალხი დანიშნოს და მათთვის არასანდო ხალხი გაუშვას სამსახურებიდან, გააერთიანოს ან დაყოს უნივერსიტეტები.

ამ პრობლემას უნდა დავუპირისპიროთ არა მარტო ერთიანობა, სიმტკიცე და გაბედულება, არამედ ორგანიზებულობა, იმ სისტემების შესახებ ცოდნა, რომელიც შესაძლოა ამ განათლების რეფორმის ალტერნატივა ყოფილიყო",- განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში