ვიქტორ ორბანი - ევროპელებს არ სურთ, უკრაინა ევროკავშირში იყოს - თუ ცენტრალური ევროპა მტკიცედ დადგება, დასავლეთ ევროპაც მას მიჰყვება

ევროპელებს არ სურთ, რომ მათი ფული უკრაინაში გაიფანტოს და მათ არ სურთ, რომ უკრაინა ევროკავშირში იყოს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ ცენტრალური ევროპა მტკიცედ დადგება, დასავლეთ ევროპაც მას მიჰყვება და მის ლიდერებს კურსის შეცვლას აიძულებს.

„ამხედრების დროა, ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ!“- აღნიშნა ორბანმა.

ამასთან, მისი თქმით, ბრიუსელსა და კიევს უნგრეთში ისეთი მთავრობა სურთ, რომელიც მათ მოთხოვნებს დათანხმდება.

„ბრიუსელსა და კიევს უნგრეთში ისეთი მთავრობა სურთ, რომელიც მათ მოთხოვნებს დათანხმდება. ჩვენ უარს ვამბობთ! ჩვენ უკრაინაში ჯარისკაცებს, იარაღს ან ფულს არ გავგზავნით. მათ სურთ სესხები და შენატანების გაზრდა, რაც ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებსაც კი ვალებში ჩააფლობს. უნგრეთი ამ თამაშს არ ითამაშებს“, - აღნიშნა ორბანმა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში