თბილისის ფილარმონიის შენობის რეაბილიტაციის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის – ფილარმონიის შენობის სრული რეაბილიტაციის დეტალური პროექტირებისთვის.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანია შენობის სრული რეაბილიტაცია, მისი ადაპტაცია თანამედროვე მოთხოვნებთან, საინჟინრო სისტემების ინტეგრაცია და ფუნქციური განახლება ისე, რომ შენარჩუნდეს და აღდგეს ფილარმონიის თავდაპირველი არქიტექტურული სახე.

„პროექტირების პროცესი მოიცავს რამდენიმე ეტაპიან სამუშაოებს: უნდა შემუშავდეს ძეგლის დეტალური სარეაბილიტაციო პროექტი და მომზადდეს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, შეიქმნას შენობის ექსპლუატაციისა და მოვლა-პატრონობის გზამკვლევი; ასევე, პროექტის განხორციელების პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს საავტორო ზედამხედველობა.

ფილარმონიის რეაბილიტაციის ფარგლებში გათვალისწინებულია: შენობის სასცენო დანადგარების კონსტრუქციის ექსპერტიზა და ადაპტაცია თანამედროვე ტექნოლოგიებთან; არსებული კომუნიკაციების დემონტაჟი და ჩანაცვლება მსუბუქი, ენერგოეფექტური სისტემებით; შენობის გეგმარების შეცვლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის არტისტების ოთახების განახლება, ლიფტების მოდერნიზაცია და უსაფრთხოების სისტემების დანერგვა.

გარდა ამისა, დაგეგმილია ფილარმონიის სრული ადაპტაცია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის; შენობის ფასადის, სახურავის, სხვენის და სცენის კონსტრუქციული გამაგრება და რესტავრაცია; აკუსტიკური სისტემების მოწყობა და დარბაზის ფუნქციური გაუმჯობესება; დეკორაციების ოთახისა და ტექნიკური სივრცეების მოდერნიზაცია; წყალმომარაგების, წყალარინების, გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის სისტემების სრული განახლება.

პროექტის დასრულების შემდეგ, ფილარმონია კვლავ გახდება მრავალფუნქციური კულტურული სივრცე, რომელიც უმასპინძლებს მასშტაბურ ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდი მოუწოდებს დაინტერესებულ არქიტექტექტორებს და ორგანიზაციებს, ჩაერთონ კონკურსში და თავიანთი გამოცდილებითა და ხედვით წვლილი შეიტანონ ისტორიული პროექტის წარმატებით განხორციელებაში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება