ირაკლი ყანდაშვილი იურიდიული დახმარების სამსახურთან დაკავშირებით კანონში ცვლილებებზე - გამოითქვა მოსაზრებები ადვოკატების დამოუკიდებლობის რისკებზე, რაც გამორიცხულია - ეს კონსტიტუციური სტანდარტით არის დაცული

ადვოკატთა საქმიანობის დამოუკიდებლობა კონსტიტუციური სტანდარტით არის დაცული - მქონდა კომუნიკაცია და მათ შორის საჯარო განცხადებით მივმართე საკანონმდებლო ორგანოს, მოვითხოვეთ ამ პროცესში ადვოკატთა ასოციაციის ჩართულობა,- ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ყანდაშვილმა განაცხადა, რითაც მმართველი პარტიის მიერ დაინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, იურიდიული დახმარების სამსახური, რომელიც მოქმედი კანონით თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება.

ირაკლი ყანდაშვილის მოლოდინი აქვს, რომ ორშაბათს იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელთან შეხვედრა გაიმართება.

„აღნიშნული კანონის პროექტის ცვლილებების საჯაროდ გახდომის შემდეგ, გარკვეული მოსაზრებები დაფიქსირდა საზოგადოებაში, მათ შორის ადვოკატთა ასოციაციის და ადვოკატის პროფესიის დამოუკიდებლობის რისკებთან დაკავშირებით, მინდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნული საკითხი გამორიცხულია. ადვოკატთა საქმიანობის დამოუკიდებლობა კონსტიტუციური სტანდარტით არის დაცული.

რაც შეეხება იურიდიული დახმარების შესახებ კანონის ცვლილებების პროექტს, ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციამ გააკეთა საჯარო განცხადება. მე მქონდა კომუნიკაცია და მათ შორის ამ საჯარო განცხადებით მივმართე საკანონმდებლო ორგანოს, მოვითხოვეთ ამ პროცესში ადვოკატთა ასოციაციის ჩართულობას. დღეს კომუნიკაცია შედგა საქართველოს პარლამენტთან. მაქვს მოლოდინი, ორშაბათს იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელ პირთან შეხვედრის“,- განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.

ინფორმაციისთვის, იურიდიული დახმარების სამსახური, რომელიც მოქმედი კანონით თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, არც ერთ სახელმწიფო ორგანოს არ ექვემდებარება და ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე, პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება. სამსახურის ხელმძღვანელი ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. ამასთან, პრემიერს ენიჭება სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება. ეს ყველაფერი ასახულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.

ამასთან, იცვლება როგორც იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის დანიშვნა-გათავისუფლების წესები, ისე სამსახურის მმართველი კოლეგიური ორგანოს − იურიდიული დახმარების საბჭოს დაკომპლექტების მოდელი.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო