დონალდ ტრამპი - ირანი ჩვენთან სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს

ირანი ჩვენთან სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა.

„ჩვენთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ისინი სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, შეთანხმება მისაღები იქნება, თუ ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე უარს იტყვის.

„შეიძლება შეთანხმებას მიაღწიონ, რომელიც მისაღები იქნება ბირთვული იარაღის გარეშე. მათ ეს უნდა გააკეთონ, მაგრამ არ ვიცი, გააკეთებენ თუ არა ამას“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, კითხვაზე, ირანის წინააღმდეგ პოტენციური დარტყმების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო თუ არა, ტრამპმა უპასუხა, რომ „ამის შესახებ საუბარი არ შეუძლია“.

„ბუნებრივია, რომ ამის შესახებ ვერ გეტყვით, მაგრამ იმ მიმართულებით ძალიან ძლიერი გემები მიემართებიან“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!