დონალდ ტრამპი - გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია

გრენლანდიასთან დაკავშირებით ფაქტობრივად შევთანხმდით, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროპას გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა სურს.

„მოლაპარაკებები დავიწყეთ და ფაქტობრივად შეთანხმება მიღწეულია. მათ სურთ, რომ ეს გავაკეთოთ. ვფიქრობ, ყველასთვის კარგი შეთანხმება იქნება. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გათვალისწინებით ეს მნიშნველოვანი შეთანხმებაა“, - განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსში ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა, რომ მათ „გრენლანდიასთან დაკავშირებით მომავალი შეთანხმების ჩარჩო შექმნეს“. ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგ ტარიფებს აღარ დააწესებდა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!