ჯო უილსონი - ცნობები ვრცელდება იმის შესახებ, თუ როგორ აქცევს ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმი ქართულ პორტებს პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ სათამაშო მოედნებად - საიდენტიფიკაციო სისტემის გათიშვა ომის დანაშაულებში თანამონაწილეობაა

მაშინ, როდესაც უკრაინელები საკუთარი სიცოცხლისთვის იბრძვიან, ახალი ცნობები ვრცელდება იმის შესახებ, თუ როგორ აქცევს ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმი ქართულ პორტებს პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ სათამაშო მოედნებად, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.

ჯო უილსონი სოციალურ ქსელში გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტის“ სტატიას აზიარებს, რომელშიც ნათქვამია, რომ „რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის” რამდენიმე გემი ქართულ პორტებსაც სტუმრობს ხოლმე“.

„აღმაშფოთებელია! მაშინ, როდესაც უკრაინელები საკუთარი სიცოცხლისთვის იბრძვიან, ახალი ცნობები ვრცელდება იმის შესახებ, თუ როგორ აქცევს ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმი ქართულ პორტებს პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ სათამაშო მოედნებად. სისხლიანი ნავთობის გადატანის მიზნით საიდენტიფიკაციო სისტემის გათიშვა ომის დანაშაულებში თანამონაწილეობაა“, - წერს უილსონი X-ზე.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!